ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი საღამო
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც. საღამოზე შესრულდა ქართული ანიმაციისთვის შექმნილი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკა, რომელთა ავტორებიც დიდი ქართველი კომპოზიტორები არიან. პროექტის იდეის ავტორი და საღამოს მთხრობელი ნიკოლოზ წულუკიძეა, ხოლო რეჟისორი ნიკა საბაშვილი.