ძებნილი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია
“ქრონიკის” ექსკლუზივი. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ამ წუთებში ჰააგაშია. საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეში ბრალდებული იმედის კითხვებს არ პასუხობს და განმარტებებს თავს არიდებს . ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.