მოლდოვაში რუსეთის საელჩოს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს
კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, ე.წ „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა საელჩოს ეზოში აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი ისროლა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მოლდოვის და რუსეთის მოქალაქეა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.