მექსიკაში მყოფი ქართველები
მექსიკის საზღვარზე გატაცებული საქართველოს 30 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. მისი ინფორმაციით საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, კი სიცრუეა.