ოდესაში გლოვის დღეა
ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 70 აღემატება დაშავებულთა რიცხვი. რეგიონში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ოდესის დაბომბვის ფაქტს ღამის ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ტერორისტი სახელმწიფოს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება