ძებნილი ადეიშვილი ბუნდესტაგში და ევროკომისიაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ზურაბ ადეიშვილის მიერ ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ევროპელი კოლეგები ხვდებიან ადეიშვილს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს ეს, მიუღებელია.
