„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება
პარლამენტში, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება. ცვლილებებზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ორ საათში იმსჯელებენ. საუბარია შინაურ ცხოველთა დაცვაზე, სამართლებრივი ბაზის შექმნასა და მეპატრონეთა ვალდებულებებზე.
