საქართველო 3:0 ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი 3:0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ანა ჩემინავამ შეასრულა, ერთი ბურთი კი მაიკო ბებიას ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი სპარინგი 28 თებერვალს გაიმართება. თამაში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.