რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია
ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. როგორც პრემიერმა განაცხადა, საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო. შესაბამისად გაჩერდება აქამდე დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას და რეორგანიზაციას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მუშაობა გაგრძელდება ექიმების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტის საფუძველზე, რაც უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობას, ხოლო წინა ტერიტორიის საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენებას გულისხმობს. შეხევდრიდან გამოსული სამედიცინო სექტორი დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია

სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები