აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე
წელს პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ანხორციელებს. გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან