მეწყრული კერები ცაგერში
ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, ქუთაისი, ალპანა, მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე ჩამოიშალა ქვა ღორღიანი მასა, რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა. დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ტვიშის თემს. ადგილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს გეოლოგებმა. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები