სროლა მინესოტას შტატში
სროლას მინესოტას შტატში ორი პოლიციელი და ერთი მაშველი ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საცხოვრებელს სახლში სამართალდამცველები ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს, სადაც 7 ბავშვი იმყოფებოდა. ადგილზე მისული ეკიპაჟი მოძალადესთან მოსალაპარაკებლად სახლში შევიდა, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ინციდენტის ადგილი ალყაშია მოქცეული. დაწყებულია გამოძიება.