„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
შიდა ქართლში ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ერთად დასაქმებულ პირებს შორის ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც მათ შორის „ქურდული გარჩევა“ მოეწყო. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ