სამთავრობო პროგრამა
სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტშია. განახლებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში წერია რომ საქართველო განაგრძობს ევროპისკენ სწრაფვას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიურ ურთიერთობას და მოქალაქეებზე ზრუნვას. საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გაგრძელდება ყველა მსხვილი პროექტი და ინიციატივა. როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის ნაწილმა გეგმა უკვე დაიწუნა