7 ნოემბრის საქმის განხილვა გრძელდება
7 ნოემბრის საქმის განხილვა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურა მოწმეებს ჰკითხავს და მტკიცებულებებს იკვლევს. ჩაერთვება თუ არა პატიმარი სააკაშვილი „ვივა მედის“ კლინიკიდან დისტანციურად, ეს რამდენიმე წუთში გაირკვევა. სასამართლო პროცესის მონაწილეები სხდომათა დარბაზში უკვე იკრიბებიან.