ფიროსმანის "ირემი"
აღმოჩენილია ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევრი. ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის. ცნობისთვის, კვლევა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ლაბორატორიაში ჩატარდა.