ბუდანოვი უკრაინის საბრძოლო სტრატეგიაზე
უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რასაც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები რუსეთის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით გამოხატავენ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, „ფაინენშალ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას, შესაძლოა რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს.