ომის მსხვერპლი ღაზის სექტორში
ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 800-ს აჭარბებს. ინფორმაციას „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 60 300-ს აღწევს. ათობით მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის ხელისუფლება კი ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. პრემიერ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გამარჯვების გზაზეა და კომპრომისზე არ წავა.