აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას
„სანამ კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს კიევისთვის დახმარების მიწოდებას“,- განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. „პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დახმარების ბოლო პაკეტს, რომელსაც უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. თეთრმა სახლმა უკრაინას სამხედრო დახმარების 250-მილიონიანი პაკეტი ბოლოს 27 დეკემბერს გამოუყო.