იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ
ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში. იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა, აეკრძალებათ. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების მიხედვით, იურიდიული პირი აკრძალული შემოწირულობის განხორციელებისთვის, ხარჯის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება. პროექტით, მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარიც. ცვლილებები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ნაწილია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები