სან-ფრანცისკოში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერები შეხვდნენ
სან-ფრანცისკოში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერები შეხვდნენ. ჯოზეფ ბაიდენმა და სი ძინპინმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.