სალომე ზურაბიშვილის კომენტარი - პოლიტიკური შეფასებები
სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტზე გაკეთებული განცხადება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიას მისცა ინტერვიუ. ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერედა, რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის და ჩინეთის ლიდერების გასამართლებაზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, თუმცა ამის იმედი არ აქვს.