ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მიღმა
პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის. განცხადებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაშიც“. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ეს უიმედოდ დარჩენილი პარტიის მმართველის კიდევ ერთი უშედეგო მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თუმცა მათი თქმით, სააკაშვილი მიზანს, ვერც ამჯერად მიაღწევს