მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამ ინფორმაციას ქრონიკასთან კალანდიას ადვოკატი ადასტურებს. ზურაბ თოდუას განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს , რომ პრეზიდენტმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა შეიწყალოს.