ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა
კანდიდატის სტატუსი და საქართველოს პროგრესი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის თემები. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში 6 ევროკომისარს და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა. ბრიუსელი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.