ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში
არქივის ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ხანძარი ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით შენობაში ნიტრო ფუძიანი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინო არქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა