წალენჯიხის მერიის გაფრთხილება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ვითარებას ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსი და წალენჯიხის მერი. დღეიდან ტერიტორიას სპეციალისტები შეისწავლიან. წალენჯიხის მერიამ მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საცხოვრებელ სახლებს დროებით გაერიდონ