რუსთავში გზები დაიტბორა
რუსთავში ძლიერი წვიმის გამო ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გზები დაიტბორა. წყალი შევიდა ცენტრალური ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და კომერციულ ობიექტებში. პარალიზებული იყო მოძრაობა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან. როგორც მერიაში აცხადებენ საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მოსახლეობას აუნაზღაურდება. ადგილზე ვითარებას რუსთავის მერი და ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო