ევროკავშირის გაფართოება - ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ბოლო ორი დღეა ევროკავშირის გაფართოების თარიღთან დაკავშირებით, თავად გაერთიანებიდან დამაბნეველი და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებია. თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად, ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაზე. შარლ მიშელი შეუთანხმებელი განცხადებების გაკეთებაშიც კი დაადანაშაულეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
