სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში
რაჭაში, სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ისევ ეძებენ ხუთ ადამიანს. გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი, ის 26 შეადგენს. გარდაცვლილი 28 ადამიანიდან ამ დრომდე დნმ ორ ცხედარს უტარდება. სტიქიის დროს დაღუპულ 3 მოქალაქეს დღეს სოფელ ლაგვანთაში დაკრძალავენ.