აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა
ჯანდაცვა

ფოტო:shutterstock.com
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი, დაიღუპა 7.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 590 ადამიანი სპეციალური რეჟიმის კლინიკაში მკურნალობს. აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის რეჟიმშია 4 369 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





