მომხმარებელს საშუალება ექნება, სახელმწიფოს მიერ გაზისა და დენის გადასახადის დაფარვაზე უარი თქვას
საზოგადოება

ფოტო: Facebook
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მირ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.
სპეციალისტები აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე ახლა მუშაობენ და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. კომისიაში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ მათთან ბევრი ზარი შევიდა და მომხმარებლების ნაწილი სურვილს გამოთქვამს, დენისა და გაზის ხარჯები თავად დაფაროს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.





