შოვში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვა
პოლიციის მაიორს მირიან ჭელიძეს, რომელიც სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ჩავიდნენ.