ნანა ქაჯაია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ერთ პაციენტს ელოდებიან
ჯანდაცვა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო
ფოტო: ნანა ქაჯაია
ამ წუთებში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვიდან კიდევ ერთ პაციენტს ელოდებიან. „ქრონიკის“ ინფორმაციით შუახნის ქალბატონს მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს. ის ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიის გამყიდველია.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





