ჩინური მედია ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს აშუქებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აქტიურად აშუქებს ჩინური მედია. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული დელეგაციის დახევდრის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ვიზიტის მნიშვნელობაზე წერენ ჩინური გამოცემები. აქცენტი კეთდება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
