ვითარება უკრაინაში
რუსი ოკუპანტები იერიშებს არ წყვეტენ. დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქის 15 დასახლება. განადგურდა სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები. იერიშები განხორციელდა ხერსონის ოლქზე. 54 აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. 9-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ლიმანზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ბახმუტის მიმართულებით, კი უკრაინელი სამხედროები წინსვლას განაგრძობენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.