პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხი
„ვაგნერმა“ უკან დაიხია. გასამხედროვებული დაჯგუფება უკან ბრუნდა. ლიდერი პრიგოჟინი, კი მოსკოვის ნაცვლად, ბელარუსში წავა. რა მოხდა რეალურად? პასუხი კითხვაზე ამ დრომდე არავის აქვს. ექსპერტები და სამხედრო ჩინოსნები პირდაპირ ამბობენ, რომ გუშინ რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა პუტინის სისუსტე გამოავლინა და მისთვის მძიმე პერიოდი იწყება.