მეგის ქარდავას ხმაურიანი ჩვენება
სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მეგის ქარდავა ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა. ამის დასტურად კი დაკავებული კელი დეგნანის, ჯიმ რიშის, დევიდ კრამერის განცხადებებს იშველიებს და საქმეში მტკიცებულებად დართვას ითხოვს. როგორც ქარდავა ამბობს, ის პოლიტდევნილია და სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა. ეს ხმაურიანი განცხადება ბრალდებულმა ბელა როგავას საქმის განხილვის დროს გააკეთა, სადაც წამებაში ბრალდებული თავად მეგის ქარდავა. ამ საქმეში დაზარალებული ქალი ემიგრანტია, რომელსაც დისტანციურად ჩვენების მიცემაზე მეგის ქარდავამ უარი უთხრა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები