დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება. „ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება „ენმს“ და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას“ - ეს არის ციტატა, რომელიც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუშინ ერთერთ გადაცემაში გააჟღერა. მელიას განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
