შავი ზღვის სამიტზე დაპირისპირება მოხდა
თურქეთში, შავი ზღვის სამიტზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც კადრებში ჩანს, უკრაინელ დელეგატს ხელში უკრაინის დროშა ეჭირა. მას შემდეგ, რაც რუსმა დელეგატმა ეროვნული დროშა წაართვა, უკრაინელი დელეგატი დაედევნა და დროშა ძალით დაიბრუნა. ინციდენტის დროს ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაპირისპირებული მხარეები გააშველეს.