თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოკვლევის საფუძველი, ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი დეტექტივ-გამომძიებლის სატელევიზო ინტერვიუ გახდა. საუბარია სერგო შუბითიძეზე, რომელმაც პროკურატირის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სულ სამი ადამიანი გამოკითხა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას არ ჩაუტარებია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგიც გავლენას მოახდენდა გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. სატელევიზო ინტერვიუს შემდეგ, სერგო შუბითიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა შეკითხვებს არ უპასუხა. შუბითიძე სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. პროკურატურაში იმყოფებოდნენ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ისინი საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვენ.
