გერმანიაში ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო გაფიცვა დაიწყო
მასში მონაწილეობას აეროპორტების, სარკინიგზო სისტემის, ავტობუსების, პორტების თანამშრომლები იღებენ. საყოველთაო 24 საათიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით გართულებულია გადაადგილება. ევროპული ქვეყნის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარე გაფიცვა ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.