ინტერვიუ ზურაბ აზარაშვილთან
ჯანდაცვის სფერო ის მიმართულებაა, რომელიც გასულ კვირას მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთი თემით მოექცა. ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სააფთიაქო ქსელებში მკვეთრად გაზრდილი ფასების შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია. ამის გარდა აქტუალურია თემა, თუ რა პოლიტიკა აქვს ჯანდაცვის უწყებას ქვეყნის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კლინიკის მიმართ. რესპუბლიკური საავადმყოფოს თაობაზე დეტალურ გეგმას სამინისტრო მალე წარმოადგენს. ყველა ამ მიმდინარე თემაზე ჩვენს კითხვებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უპასუხებს.