ინტერვიუ ილია დარჩიაშვილთან
კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში გერმანიის საგაერეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. ანალენა ბერბოკმა საკმაოდ მკაფიო გზავნილები დაგვიტოვა და ეს გზავნილები საქართველოსთვის ცალსახად იმედისმომცემია. ამ ვიზიტამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს დატვირთული კვირა ჰქონდა ბრიუსელში - ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, შეხვედრა ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან, შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - დევიდ მაკალისტერთან. სია გრძელია, ახლა საინტერესოა კონკრეტული გზავნილები, რომელიც საქართველომ კონკრეტული შეხვედრებიდან მიიღო.ამ გზავნილებს თავად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაგვიზიარებს.