ვითარება "რესპუბლიკურ საავადმყოფოში"
“რესპუბლიკურ საავადმყოფოში”, კიდევ ერთი შეხვედრა სამედიცინო პერსონალსა და ადმინსტრაციას შორის დასრულდა. თანამშრომლები ითხოვენ, რომ გააგრძელონ საქმიანობა და კლინიკამ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს. ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კლინიკის განახლება იგეგმება და გარკვეული ნაწილის დემონტაჟი მოხდება. რა გეგმა არსებობს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია უნდა გავრცელდეს სამინისტროს მხრიდან.