ამერიკელი ეკონომისტი: აშშ მოლაპარაკების მომხრე არ არის
ქვეყნის დამარცხება, რომელსაც 1 600 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, შეუძლებელია. ამის შესახებ მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის მომხრე არ არის და პუტინის დამარცხება სურს, რაც მცდარი და არარეალისტური მიდგომაა.