პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს ახალგაზრდების მიმართ გაკეთებულ განცხადებას უწუნებს და მიაჩნია, რომ თანამდებობა არავის აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს მოქალაქეს. „ ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების ფონზე.„ ნათქვამია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილის ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია პარლამენტის სხდომაზეც.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები