პროვოკაციის მცდელობა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ
პროვოკაციები, საჯარო სივრცეებში აურზაური, ლექციების ჩაშლის მცდელობა და დასაბულინგებელი ადამიანების სიების შედგენა, რომ ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგია, ეს თავად არაერთხელ დაანონსეს. როგორც ჩანს, ამ გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის დღევანდელი ლექციის ჩაშლის მცდელობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყოველი შემთხვევისთვის, ამ თემაზე გიორგი მუმლაძის სოციალურ ქსელში აქტიურობა, ამ მოსაზრებას უფრო ამყარებს, ვიდრე არა. ამას ემატება ისიც, რომ ლექციის მსვლელობისას ჩაშლის მსურველი ახალგაზრდა სულაც სტუდენტი არ ყოფილა. საბოლოოდ ლექცია ჩატარდა. თამარ შარიქაძე მთავარ გამოშვებაში გვეტყვის, ვინ როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს.

სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები