თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
თურქეთის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. თურქი მაშველების ცნობით, მათ 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნავზე სავარაუდოდ 30-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. მაშველები სამძებრო სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.