პატიმარ ბელა როგავას სასტიკი წამების საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავას პროცესი ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
პატიმარ ბელა როგავას სასტიკი წამების საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავას პროცესი ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე დაზარალებული და ნაწამები ქალი უნდა დაეკითხათ, თუმცა სასამართლომ, დაცვის მხარის შუამდგომლობის გათვალისწინებით, ბელა როგავას დაკითხვა გადადო.